27 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ჩვენ მოწადინებულები ვიყავით, რომ "ქართული ოცნება" დამჯდარიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, რიგგარეშე სესია ჩაენიშნა, რაზეც უარი თქვეს - ბაჩო დოლიძე

ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ოპოზიციის ნაწილი ცალკე, მმართველი გუნდის გარეშე იმუშავებს. 

"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფს ქმნის. ინკლუზიური პროცესი და კონკრეტული კანონპროექტები დაანონსებულია, მმართველი გუნდის ოპონენტები მუშაობის შედეგს საზოგადოებას სექტემბერში წარუდგენენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ უკვე მომზადებული აქვთ 4 კანონპროექტი, ახლა მუშაობა  დანარჩენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. 

"ჩვენ მოწადინებულები ვიყავით იმისათვის, რომ "ქართული ოცნება" დამჯდარიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, რიგგარეშე სესია ჩაენიშნა, რაზეც უარი თქვეს და ბიუროებზეც არ გამოცხადდნენ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დღეს "ქართული ოცნების" ამოცანა არის, რომ უბრალოდ დრო გაიყვანოს. თუკი მათ რეალურად უნდათ ცვლილებების შეტანა იმ კანონპროექტებში, ჩვენ რა თქმა უნდა, მომზადებული გვაქვს 4 კანონპროექტი, ახლა ვმუშაობთ კიდევ დანარჩენებზე და შესაბამისად, იქნება ბაზა, რომელიც საჭიროებს შეცვლას. ჯერი "ქართულ ოცნებაზეა", თუ უარს ეუბნება ამ პროცესს, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ გრძელდება მათი საბოტაჟი ევროპის წინააღმდეგ," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, საკითხები, როგორიც არის პოლარიზაცია და ოლიგარქიზაცია, საჯარო განხილვის თემებია.

"რაღაც საკითხებზე ალბათ კომუნიკაცია გვექნება, მაგრამ ისე, რომ პირდაპირ ორშაბათსვე რაღაც პროცესში ჩავერთოთ, ჩვენ ამას ჯერ არ გავაკეთებთ. დავაკვირდებით რა და როგორ ხდება. მით უმეტეს, რომ ჩემი აზრით, ყველაზე მნიშნელოვანი საკითხები რომელიც არის, პოლარიზაციას ეხება, ოლიგარქიზაციას და ა.შ. ეს საკითხები მაინც საჯარო განხილვის თემა უნდა იყოს, იქ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელსაც მერე ავსახავთ კანონმდებლობაში,“ - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები