27 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 2 მილიონნახევარ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა​

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ესწრებოდნენ. უწყების მიერ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული და განადგურებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება, ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით ორ მილიონნახევარ ლარს შეადგენს.

 

დღის ამბები