27 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
იაპონიის ყოფილი პრემიერის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - 41 წლის მამაკაცი ფსიქიატრიულ ექსპერტიზასაც გაივლის

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

41 წლის მამაკაცი პროკურატურის ბრძანების საფუძველზე, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქმის განხილვა, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

67 წლის სინძოს აბეს 8 ივლისს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვის გამოსვლის დროს, ზურგში ესროლეს.

პოლიციამ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე დააკავა. ის ბრალს აღიარებს და ჩადენილის მოტივად ყოფილი პრემიერ-მინისტრისადმი პირად მტრულ დამოკიდებულებას ასახელებს.

დღის ამბები