ჯგუფი "ეგარი" დასავლეთ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტს ეწვია და მოსახლეობისთვის კონცერტები გამართა.
აბაშის, ლანჩხუთის, ქედას და ოზურგეთის სოფელ მაკვანეთის მოსახლეობისთვის კონცერტების ორგანიზება კომპანია Meta Georgia-მ უზრუნველყო.
პროექტი "ჩემი საქართველო - ეგარი" კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის "ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა" საგასტროლო ხარჯებით განხორციელდა.