27 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა

უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა, ანალოგიურ დოკუმენტს დღეს რუსეთიც გააფორმებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამმხრივ ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა. მარცვლეულის შეთანხმება განბლოკავს უკრაინის პორტებში ჩარჩენილ 80 სატვირთო გემს 25 მილიონი ტონა მარცვლეულით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა და რუსეთი ვალდებულებებს საერთო დოკუმენტით არ იღებენ. ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტების კონტროლი, რომლის მეშვეობითაც მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება, დოკუმენტის მიხედვით, უკრაინულ მხარეს რჩება. ამ პორტებში სხვა გემების არსებობა, გარდა იმ გემებისა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული საკვები პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტი, არ არის გათვალისწინებული.

დღის ამბები