27 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ნებისმიერი პროცესი, რომელიც მცირე შედეგებზე მაინც შეიძლება გავიდეს, ჩვენ ამ პროცესებში მონაწილეობას მივიღებთ - მიხეილ დაუშვილი

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც შეიძლება კონკრეტულ შედეგზე გავიდეს, მისი პარტია მონაწილეობას მიიღებს. 

"სწორი იქნება პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მონაწილეობა იყოს მაქსიმალური, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან. მიუხედავად ამისა, ყველა თავის გადაწყვეტილებას თვითონ იღებს, ჩვენი მიდგომა არის ცალსახა, ნებისმიერი პროცესი, რომელიც მცირე შედეგებზე მაინც შეიძლება გავიდეს, ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი. 

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს - "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის პარტიას აქვს ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს, წინასწარ მოხდეს ევროკომისიის მხრიდან კანონპროექტის შეფასება, მანამ სანამ კენჭისყრა მოხდება პარლამენტში სესიაზე.

დღის ამბები