27 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
თეა წულუკიანმა ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ უწყებაში აცხადებენ.

მათივე ცნობით, სოსო გიორგაძე სხვა უწყებაში განაგრძობს მუშაობას.

დღესვე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ირაკლი გივიაშვილი კარიერული დიპლომატია. 2017-2022 წლებში, ის იყო ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. მისი უფლებამოსილების ვადა ელჩის პოზიციაზე მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა.

დღის ამბები