27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ომის თავიდან აცილება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა იყო და მადლობა ღმერთს, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის სურვილთან დაკავშირებით, ევროდეპუტატებთან დეტალურად არ უსაუბრიათ, თუმცა მან მედიასთან ამ თემაზე მმართველი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ომის თავიდან აცილება მათი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო, რასაც "ქართული ოცნების" გუნდმა მიაღწია კიდეც:

"ჩვენ ამ თემაზე დეტალურად არ გვისაუბრია ევროპარლამენტარებთან, თუმცა ამაზე ჩვენი პოზიცია ნათელია, ჩვენ თუ რამის თქმა გვინდა, ამას ვიტყვით იმ ფორმით და იმ დროს, როდესაც ამას ჩავთვლით საჭიროდ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ომის თავიდან აცილება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა იყო და მადლობა ღმერთს, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მშვიდობა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები