27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ

ევროპარლამენტარების დელეგაცია საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა. ევროპელი დეპუტატები სოფელ ოძისში ჩავიდნენ. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა მათ ადგილზე გააცნეს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება. ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის შედეგებს, თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ.

ევროპელმა დეპუტატებმა სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზები საკუთარი თვალით ნახეს. სოფელ ოძისიდან ევროპარლამენტართა დელეგაცია კვლავ თბილისში დაბრუნდა. დღის განმავლობაში ისინი პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან.

დღის ამბები