27 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
აშშ უკრაინის დახმარების დახმატების მეთექვსმეტე პაკეტს მიიღებს, რომელიც ჰაიმარსის სარაკეტო სისტემებს მოიცავს - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინისთვის ახალ დახმარებაზე ისაუბრა. ლოიდ ოსტინის თქმით, ეს იქნება მე-16 პაკეტი, რომელზეც ოფიციალურად ამ კვირას განაცხადებენ, ის მოიცავს ჰაიმარსის სარაკეტო სისტემებსა და აღჭურვილობებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, რუსულ მედიასთან მიცემულ კომენტარზეც ისაუბრა, სადაც ლავროვმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გაფართოებაზე განაცხადა. ოსტინმა თქვა, რომ ლავროვის კომენტარები არ არის გასაკვირი აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომლებმაც იცოდნენ, რომ რუსეთს უფრო დიდი ამბიციები აქვს უკრაინის ხელში ჩასაგდებად.

"აშშ გააგრძელებს ზეწოლას. ამ კვირას ჩვენ დამატებით გამოვაცხადებთ, უკრაინის თავდაცვის დასახმარებლად, იარაღისა და აღჭურვილობის გადაცემას. ეს იქნება მეთექვსმეტე პაკეტი. მასში შევა 4-ზე მეტი ჰაიმარსის სარაკეტო სისტემაც, ჯამში კი უკრაინას 16 ასეთი სისტემა ექნება. უკრაინელები ამას კარგად იყენებენ და ხედავთ მის გავლენას ბრძოლაზე. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მხოლოდ ჰაიმარსი ვერ გადაწყვეტს ბრძოლაში ვინ იქნება გამარჯვებული და დამარცხებული, არ არის გასაკვირი ნებისმიერი ჩვენგანისთვის ან ვინმესთვის ევროპაში. ვფიქრობ, პუტინი ესაუბრება რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ცუდად არიან ინფორმირებულები. ადრეც ვახსენეთ, თუ რა არის პუტინის მიზნები. მან არაერთხელ განაცხადა, რომ, სამხედრო ოპერაცია შეზღუდულია და ის ორიენტირებულია დონბასზე. ახლა კი მისმა ქმედებებმა სხვა რამ დაადასტურა. ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა იცოდნენ, რომ პუტინს უფრო დიდი ამბიციები აქვს, ლავროვმა ეს მხოლოდ დღეს დაადასტურა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, არავისთვისაა გასაკვირი, რუსი ხალხისთვის კი შესაძლოა სიურპრიზიც ყოფილიყო, რომელსაც პუტინი მთელი დროის განმავლობაში ატყუებდა," - აცხადებს ოსტინი.

დღის ამბები