27 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს -  უკრაინის პირველმა ლედიმ აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა შეერთებულ შტატებში, მეუღლის გარეშე, 24 თებერვლის შემდეგ პირველად ჩავიდა. ზელენსკა თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პირველ ლედის შეხვდა. უკრაინის პირველმა ლედიმ დღეს, შეერთებული შტატების კონგრესს სიტყვით მიმართა.

"სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება და მოგმართავთ ყველა დაღუპულის სახელით, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც დაკარგეს ხელები და ფეხები, იმ ადამიანების სახელით, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია და ელოდება ოჯახის წევრების ფრონტიდან დაბრუნებას. ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა - მე ვითხოვ იარაღს. ვითხოვ იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება არა სხვის მიწაზე ომის საწარმოებლად, არამედ საკუთარი სახლის დასაცავად. მე ვითხოვ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა რაკეტებმა არ მოკლან ბავშვები. 

შეძლებს თუ არა ჩემი შვილი სკოლაში დაბრუნებას შემოდგომაზე, არ ვიცი, როგორც მილიონობით დედამ უკრაინაში. შეძლებს თუ არა ჩემი ქალიშვილი სასწავლო წლის დასაწყისში უნივერსიტეტში სწავლას და ნორმალურ სტუდენტურ ცხოვრებას? მე ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია", - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები