27 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ნიდერლანდებში ქალის მიმართ ე.წ. "needle spiking" მეთოდის გამოყენებისთვის დაპატიმრებული მამაკაცი საქართველოდანაა

ნიდერლანდებში ე.წ. "needle spiking" მეთოდის პირველი დადასტურებული შემთხვევისთვის, სასამართლომ 31 წლის მამაკაცს 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ირკვევა, მამაკაცი საქართველოდანაა. ინფორმაციას ამის შესახებ NL Times ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მამაკაცმა გასულ თვეს ჰააგაში გამართულ ფესტივალზე ქალს ნივთიერება გაუკეთა, რის გამოც მას თავბრუსხვევა და უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვა.

აქვე აღნიშნულია, რომ ინციდენტი 18 ივნისს, ზუიდერპარკში, ჰააგის გარე ცეკვის ფესტივალზე მოხდა და მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. 

დაკავებულმა აღიარა, რომ თან ჰქონდა ნემსი და შპრიცი, თუმცა არ ადასტურებს, რომ ის ვინმეს წინააღმდეგ გამოიყენა. მისი თქმით, შპრიცი თან ჰქონდა, რადგან კბილის ტკივილი აწუხებდა. "მე მაბრალებენ იმას, რაც არ გამიკეთებია", - განაცხადა დაკავებულმა. 

დღის ამბები