27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"ის რაც ჩემშია" - "ნოვო გალერიში" გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის პირველი სოლო გამოფენა გაიხსნა

გამოფენა სახელწოდებით "ის რაც ჩემშია",  ხელოვანის მიერ ბოლო წლებში შექმნილი ნამუშევრების ერთობლიობაა და მას დამთვალიერებელი საგამოფენო სივრცეში დღეიდან იხილავს.

ხელოვანი გერმანიაში წასვლას არ ნანობს. ქრისტინემ საქართველო წლების წინ დატოვა, ესენის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პარალელურად კი, შემოქმედების თავისებური სტილიც შეიძინა და შთაგონების წყაროებიც აღმოაჩინა - სამყაროში არსებული ნებისმიერ სულიერი თუ უსულო საგანი.

ქალებზე ძალადობა, გაორება, უსამართლობა - ადამიანური ყოფის ყველა ის საკითხი, რაც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ქრისტინეს ობიექტივში ასახული პრობლემების ეს არასრული ჩამონათვალი, არც დამთვალიერებლებისთვის აღმოჩნდა შეუმჩნეველი. ვიზიტორები ამბობენ, რომ ვიდეო თუ ფოტო ინსტალაციები, თანამედროვე სამყაროს კარგად აღწერენ.

ქრისტინე ტუსიაშვილის თვალით და ობიექტივით დანახული ინსტალაციების ნახვა "ნოვო გალერიში" მისულ ვიზიტორებს დღეიდან შეუძლიათ. გამოფენა 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები