27 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ქორწინების რეგისტრაცია აგვისტოდან ძვირდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში ძვირდება და 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება. 

ტარიფები იცვლება სხვა მომსახურებაზეც. სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება. სხვა ნებისმიერ დღეს, გარდა შაბათისა და კვირისა – 135 ლარი;

შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება (იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოსა და ქორწინების სახლის შენობის გარეთ (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება) 255 ლარი ეღირება. 

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2022 წლის 18 ივლისს მიიღო.

დღის ამბები