ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი სოციალური ცვლილებების კამპანიის ფარგლებში მშობლების ხელშემწყობი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
"მშობლების დედაენა" - ასე ჰქვია ინტერაქტიულ საგანმანათლებლო რესურსს, რომელშიც ბავშვებთან არსებული გამოწვევების დასაძლევად და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად სასარგებლო რჩევებია მოცემული.
"მშობლების დედაენა", როგორც ბეჭდური, ასევე ციფრული სახით არის ხელმისაწვდომი. პროექტის ძირითადი მიზანი მშობლების ცნობიერების ამაღლებაა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, ძალადობის უარყოფითი შედეგები, ბავშვის აღზრდაში გავრცელებული მავნე სოციალური ნორმები.