27 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხვის შემთხვევაში ჯარიმები 10-ჯერ იზრდება

მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხვის შემთხვევაში, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების რაოდენობა იზრდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და ძალაში 19 ივლისს შევიდა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, პირველ შემთხვევაში ჯარიმა იქნება 5 000 ლარი. დღემდე ეს თანხა იყო 500 ლარი, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 10 000 ლარი. ამავე კანონის მიხედვით, პირი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გასცემს არასწორ დასკვნას, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. 

"ქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა, შენარჩუნება, მათი განახლება არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ბოლო წლების განმავლობაში, მოყოლებული 2017 წლიდან, საზოგადოება ხედავს თუ რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ეს არის პარკების, სკვერების რეაბილიტაცია-განახლება, მოწესრიგება და ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ და ყურადღება მოვაქციოთ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, რადგან ჯანსაღი და მწვანე გარემო პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, ხელი შევუწყოთ არსებული სივრცეების მოწესრიგებას, მოვლა-პატრონობას, მაგრამ საზოგადოების ჩართულობა და დახმარება ამ მიმართულებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევები იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება ჯანსაღი ხეების მოჭრა, დაზიანება, ხეების მიზანმიმართული გაფუჭება, რომ შემდეგ მოიჭრას და მშენებლობა განხორციელდეს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მივმართეთ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც მთელ რიგ მიმართულებას მოიცავს და ეს ცვლილება განხორციელდა, 19 ივლისიდან ძალაში შევიდა ეს კანონპროექტი. ჩვენი ინიციატივით, პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხვის შემთხვევაში, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. კერძოდ, პირველ შემთხვევაში ჯარიმა იქნება 5 ათასი ლარი და დღემდე ეს თანხა იყო 500 ლარი, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 10 ათასი ლარი ნაცვლად დღეს არსებული 1000 ლარისა. ამავე კანონის მიხედვით, პირი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გასცემს არასწორ დასკვნას, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით და შემდეგ ჯერზე შეიძლება ლიცენზია ჩამოერთვას და საქმიანობა აეკრძალოს,“ - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები