27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა

თურქმენეთში პრემიერისა და ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2023 -2024 წლების პროგრამის ხელმოწერა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთქმედების გაძლიერებას.

დღის ამბები