იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ იარაღი გვჭირდება - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ თუ უკრაინა იარაღს სწრაფად მიიღებს, მაშინ მიწების გათავისუფლებაც მოხდება. ატლანტიკური საბჭოს სხდომის დროს ოლექსეი რეჟნიკოვმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ტერორისტებზე დამოკიდებულება უნდა შეჩერდეს".
"იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ იარაღი გვჭირდება. ეს არის ერთადერთი შანსი გამარჯვებისთვის. რუსეთმა უნდა დაგვიბრუნოს წართმეული მიწები, მათ შორის ყირიმი. ჩვენ ვერ ვიქნებით ტერორისტებზე დამოკიდებული. ჩვენ უნდა შეცვალოთ ჩვენი პერსპექტივა და თავი გავართვათ ტერორისტებზე დამოკიდებულებას. დასავლეთის იდეა, შეცვალოს რუსეთი კოოპერაციებით, არ იმუშავებს იქამდე, სანამ ქვეყანა შიშით იმართება. არსებული მდგომარეობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, წინ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფლისა და ქალაქის დეოკუპაციაა.
რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება. უკრაინამ უკვე აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზადაა თავისუფალი სამყარო ჩვენს დასახმარებლად. თუ დროულად მივიღებთ საკმარის იარაღს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას," - განაცხადა ოლექსეი რეჟნიკოვმა.