27 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
"ყოველდღიურად ოკუპანტები მიზეზს გვაძლევენ, რომ მათ ტერორისტული სახელმწიფო ვუწოდოთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ყოველდღიურად ოკუპანტები მიზეზს გვაძლევენ, რომ მათ ტერორისტული სახელმწიფო ვუწოდოთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ერთ-ერთ სოფელზე განხორციელებული სარაკეტო იერიში არ იყო სამხედრო მნიშვნელობის, მისი მიზანი უბრალოდ ტერორი იყო. უკრაინის პირველმა პირმა სახელმწიფო ვერტიკალის ცვლილებაზეც ისაუბრა.

"ყოველდღიურად ოკუპანტები მიზეზს გვაძლევენ, რომ მათ ტერორისტული სახელმწიფო ვუწოდოთ. წუხელ მათ ოდესის ოლქის სოფელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - რაკეტა "კალიბრი" ჩვეულებრივი სოფლის წინააღმდეგ გამოიყენეს. ეს არ არის იაფფასიანი ან მარტივი რაკეტები - რუსეთი ამ სისტემით ძალიან ამაყობს. მათ ჩვეულებრივ სოფელს დაარტყეს. ამას არანაირი სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამის მიზეზი უბრალოდ ტერორია.

ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე და ენერგოდარში ტერორის ახალი ფაქტებია, რომელიც მუშების და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს. როგორც არ უნდა სცადონ, ოკუპანტები ვერ დამალავენ ფაქტებს. სახელმწიფოს ძალაუფლების ვერტიკალის განახლება მიმდინარეობს. დღეს მე დავნიშნე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური ოფისების ახალი ხელმძღვანელები ზაკარპატიის, პოლტავას, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებში. თანამდებობიდან გავათავისუფლე უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილეც," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები