საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებული მონაცემებიდან გამომდინარე საქართველო ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასაცავად სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები; ყურადღება გამახვილებულია ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტოში ჩატარებულ სისტემატურ გადამზადებაზე.