სასტიკმა სიცხემ, რომელმაც დასავლეთ ევროპა მოიცვა, ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლა. ტემპერატურა რამდენიმე რეგიონში +40 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
პარიზში დღეს +40 გრადუსი სიცხე მესამედ დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სინოპტიკოსების თქმით, გერმანიას ჰქონდა წლის ყველაზე ცხელი დღე, დასავლეთში და სამხრეთ-დასავლეთში მოსალოდნელია ტემპერატურის +40 გრადუს ცელსიუსამდე აწევა. ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტში ისტორიაში ყველაზე ცხელი 19 ივლისი +38,9 გრადუსი დაფიქსირდა.
სამხრეთით მდებარე ტყის ხანძრები კვლავ მძვინვარებს საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.
ესპანეთში, სადაც კონტინენტზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, მხოლოდ ერთ კვირაში 60 000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია დაიწვა. სამშაბათს ხანძარი ბელგიის სანაპირო კურორტ დე ჰაანშიც გაჩნდა, დაიწვა რამდენიმე მანქანა.
იტალიელი სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ტემპერატურა +40-დან +42 გრადუსამდე აიწევს. ექსპერტები ამბობენ, რომ ალპების მწვერვალებზე ახალი ნაპრალები იხსნება და ყინული დასავლეთ ევროპის უმაღლესი მთის, მონბლანის მწვერვალზეც კი დნება.