27 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ჰქონდა თუ არა სოსო გოგაშვილის დაკავებისას ადგილი ძალადობას - სუსის გენინსპექციის მაღალჩინოსანი განმარტებას ექსკლუზიურად "კურიერთან" აკეთებს

სოსო გოგაშვილის ბრალდებების მთავარმა ადრესატმა, რომელსაც სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებისას მიზანმიმართულ ძალადობაში ადანაშაულებს, "კურიერთან" ექსკლუზიურად განმარტება გააკეთა.

გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი ხელს უშლიდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, რაც სამართალდამცავების მიერ პროპორციული ძალის გამოყენებით იქნა აღკვეთილი.

"მოსამართლის განჩინების მიღებისთანავე სამსახურში გათვალისწინებული იქნა ყველა რისკი და ასევე გასაჩხრეკი პირის პიროვნება, რომ იგი არის ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი, სარგებლობდა დაცვით და შესაძლო რისკები. დაიგეგმა ღონისძიება იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო რისკები და მომხდარიყო სასამართლო განჩინების აღსრულება.

გასაჩხრეკ პირს წარედგინა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველი, მიეცა წინადადება კარის გახსნის. მაგრამ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად იგი ფაქტობრივად უარს აცხადებდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, არ აღებდა კარს, რაც ბადებდა რისკს ნივთმტკიცების განადგურების ან გადამალვისა. შესაბამისად, მიღებული იქნა ზომები კარის გახსნისა ისეთი საშუალებებით, რომელიც არანაირად საფრთხეს არ უქმნის სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საცხოვრებელ ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ იოსებ გოგაშვილი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და განაგრძობდა საგამოძიებო მოქმედების ხელის შეშლას ფიზიკური ძალის გამოყენების მცდელობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, რაც ასევე პროპორციული ძალის გამოყენებით აღკვეთილი იქნა სამართალდამცავების მიერ," - განაცხადა გიორგი ღამბაშიძემ.

დღის ამბები