27 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
"ნაცებმა ზუსტად იციან, რომ ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ ქვეცნობიერში მისი არსებობა იმდენად აწუხებთ, რომ მისი ქვეყანაში არსებობაც პრობლემად მიაჩნიათ" - მამუკა მდინარაძე

"გულწრფელად მჯერა, "ნაცებმა" ზუსტად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ქვეცნობიერში მისი (ივანიშვილის) არსებობა იმდენად აწუხებთ, იმდენად მძიმე პოლიტიკური ტრავმა აქვთ მიღებული თავის დროზე, რომ მისი ამ ქვეყანაში ყოფნაც, მისი არსებობაც კი, პრობლემად მიაჩნიათ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური არსებობაც კი აშინებთ ამ ქვეყანაში. 

"წარმოიდგინეთ, ისიც კი აშინებთ, ფიზიკურად ეს ადამიანი რომ არსებობს და ქვეყანაშია. ეს იმდენად აშინებთ და იმდენად ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებთ, რომ თავისი დავალების მიმცემები და ლობისტები საუბრობენ - პატრიოტი თუა  წავიდეს ქვეყნიდანო ანუ პატრიოტიზმი დააკავშირეს ქვეყნიდან წასვლასთან. წარმოიდგინეთ რა აბსურდში ვართ გადავარდნილები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები