27 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი - სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრა პოზიტიური ნაბიჯია რეგიონული სტაბილურობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი რეგიონული სტაბილურობისთვის და ამავდროულად გამოხატავს თბილისის ისტორიულ როლს რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

"მივესალმები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი რეგიონული სტაბილურობისთვის, მაგრამ ის ასევე გამოხატავს, თბილისის იმ ისტორიულ როლს, რომელიც რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობას უკავშირდება",- წერს სალომე ზურაბიშვილი„ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

დღის ამბები