27 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ვლადიმირ ნოროვს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მიესალმნენ საქართველოსა უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები ქმნის ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში განვითარების კარგ საფუძველს.

ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაძლიერების მაღალ პოტენციალს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის პროგრამას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ ნოროვი აცხადებს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა. 

"მე და ჩემმა კოლეგამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, გავმართეთ ძალიან ნაყოფიერი და შინაარსიანი მოლაპარაკებები, რომელიც ტრადიციულად მეგობროულ და სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა.

საქართველო უზბეკეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, რომელთანაც ჩვენ ხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობის გვაკავშირებს.

ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურიზმის სექტორები,"- აცხადებს ნოროვი. 

დღის ამბები