კანში, დიდი ბალეტის ვარსკვლავების გალა კონცერტი გაიმართა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი პრიმა ბალერინა, მარიინსკის თეატრის ვარსკვლავი, ირმა ნიორაძე იყო.
გალა კონცერტი მშვიდობის თემას მიეძღვნა. “საუკეთესო ბალეტის ერთი საღამო" - გალა კონცერტზე კლასიკური და თანამედროვე ბალეტის რეპერტუარი წარმოადგინეს ვენის, ესპანეთის, სლოვენიის, ინგლისის, ამსტერდამის და უკრაინის ეროვნული ბალეტის ვარსკვლავებმა.