27 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
უზბეკეთის პრემიერთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს.

"იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ტაშკენტში და მოხარული ვარ, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს ვხვდები. შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ ყველა მიმართულებით," - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები