27 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე რაუნდის შედეგად, პრემიერ-მინისტრობის ოთხი კანდიდატი დარჩა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე რაუნდის შედეგად, პრემიერ-მინისტრობის ოთხი კანდიდატი დარჩა. მათ შორის არიან დიდი ბრიტანეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხი.

კენჭისყრის საბოლოო შედეგი და ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა, 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

დღის ამბები