USAID-სა და იუნისეფის მხარდაჭერით პროექტი - "საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის" დაიწყო.
პროექტის მიზანი ვაქცინაციის შესახებ მოზარდების ინფორმირება, მათი ჩართულობა და მონაწილეობაა. მონაწილეებმა ტრენინგის ფარგლებში, დარგის ექსპერტებისგან შესაბამისი ცოდნა მიიღეს და ახლა უკვე მოზარდი მოხალისეები საინფორმაციო კამპანიებს თავიანთ თემში თავად ჩაატარებენ. პროექტში საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 130-ზე მეტი მოზარდია ჩართული.