ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ ავიაკატასტროფას, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - შემთხვევა ნიუ-მექსიკოს შტატში მოხდა. ვერტმფრენში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ისინი ლასვეგასში ხანძრის ჩასაქრობად იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს.