27 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
პარლამენტის რიგგარეშე სესია აღარ გაიმართება - ბიუროზე ითქვა, რომ არ არსებობს დღის წესრიგი, შესაბამისად სხდომა ვერ ჩატარდება

პარლამენტის რიგგარეშე სესია აღარ გაიმართება. ბიუროზე ითქვა, რომ არ არსებობს დღის წესრიგი, შესაბამისად სხდომა ვერ ჩატარდება.

კომენტარი უკვე გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, რომელიც ამბობს, რომ სხდომა უნდა გამართულიყო, რადგან ის პოლარიზაციას შეამცირებდა.

ოპოზიცია მმართველ გუნდს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ რიგგარეშე სესიაზე გასატანი დღის წესრიგი განსაზღვრული იყო.

უმრავლესობა კი ოპონენტებს პოპულიზმში სდებს ბრალს და ირწმუნება, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ რიგგარეშე სესია არ გაიმართებოდა. უმრავლესობის განცხადებით, პარლამენტი არ ისვენებს, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები, იქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელმაც უნდა მოამზადოს კონკრეტული კანონპროექტები ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად. 

დღის ამბები