ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსება აუცილებელია. მისი თქმით, თანამედროვე პირობებში რუსეთს ახალი სტრატეგიული სამხედრო გადაწყვეტილებები სჭირდება.
"ამ კუთხით, ბევრი ცვლილებაა გასატარებელი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პირველ რიგში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთებში, რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე, ისე როგორც არასდროს, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსების აუცილებლობაა. ბაზის განთავსება შესაძლებელია შალინსკის რაიონში სატანკო ბაზის ადგილზე," - დაწერა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში.