ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ბაშოზე მერვე ორთაბრძოლა ჩაატარა და მეხუთე მოგება იზეიმა. ტოჩინოშინი მეთერთმეტე მაეგაშირა მიდორიფუჯის დაუპირისპირდა და მეტოქეს ჰატაკიკომის ილეთით მარტივად სძლია. ქართველ სუმოისტს მოსაგებად სულ რაღაც 3 წამი დასჭირდა.
მისი მომდევნო მეტოქე ხვალ, მეათე მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება, რომელსაც ლევანის მსგავსად, 5 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა.