საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ უკრაინის დღეების ფარგლებში საქველმოქმედო გარბენის ჩატარება დააანონსა. ფედერაცია საქართველოში ჩამოსული მეგობარი ქვეყნის მოქალაქეების მხარდასაჭერად სხვადასხვა რეგიონს ეწვევა, მოეწყობა ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობის არაერთი ღონისძიება. ფედერაციაში გაწევრიანების სურვილი დღეს კიდევ 30 ქალმა გამოთქვა.