წყალდიდობა ჩინეთში - სტიქიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.
წყალდიდობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. ათასობით ადგილობრივი სახიფათო ზონებიდან ევაკუირებულია. ექსპერტები სტიქიურ მოვლენას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.