27 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა თუ ინფორმაციის დაზუსტება - გვარამიას საქმის მოსამართლის სკანდალური განცხადების შემდეგ, პოლიტიკოსები განმარტებებს ელოდებიან

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის სკანდალური განცხადება უკვე მეორე დღეა აქტუალობას არ კარგავს.

ლაშა ჩხიკვაძის მიერ დასახელებული ფაქტების პოლიტიკურ პარტიებს შორის დღესაც განხილვის საგანი იყო. აზრი ორად იყოფა. ოპოზიციის ნაწილი ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის ქმედებასა და ევროპარლამენტარ მაიკ გალერის მოსაზრებაში სასამართლოზე ზეწოლის ნიშნებს ვერ ხედავს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტები, როგორც ამერიკის საელჩოს წარმომადგენელის მხრიდან კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნა, ასევე, მაიკლ გალერის განცხადება, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, 2-თვიანი დუმილის შემდეგ, პირველი განცხადება გუშინ გაავრცელა. ლაშა ჩხიკვაძე იმ შეხვედრას იხსენებდა, რომელიც ამერიკის საელჩოს წარმომადგენელსა და მას შორის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შედგა. მოსამართლე ამბობდა, რომ საელჩოს წარმომადგენელმა აუდიენციაზე კითხვები სწორედ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუსვა, რის შემდეგაც აცნობა, რომ შტატებში დაგეგმილ ტრენინგზე ვეღარ წავიდოდა.

გარდა ამისა, ლაშა ჩხიკვაძე მაიკლ გალერის განცხადებასაც ეხმიანებოდა, რომელიც ევროპარლამენტარმა გვარამიას საქმის სააპელაციოს მოსამართლეების მიმართ გააჟღერა. ჩხიკვაძემ ევროდეპუტატის ეს მოსაზრება მოსამართლის საქმიანობაში ჩარევის მცდელობად შეაფასა.

დღის ამბები