შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა.
საკუთარი ისტორიის წერა 24 წლის წინ დაიწყეს. 24 წელია დროსა და საკუთარ თავს იქ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და ქვეყნის ტერიტორიული წყლების დაცვას უძღვნიან. თითოეული ოპერაცია განსხვავებულია. მაშინ, როცა ყველა ამოცანასა და მისიას სირთულე თან ახლავს, პროფესიონალიზმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზღვაში დრო კიდევ უფრო ჩქარდება - იქ თითოეული წამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საფრთხეს სიამაყეს უპირისპირებენ და ყოველდღე, კვირაში 7 დღე, 24 საათი ქვეყნის სამსახურში, რთული ამოცანების შესასრულებლად სანაპირო დაცვის თანამშრომლები მუდმივ მზადყოფნაში არიან. საქართველოს საზღვაო კონტროლი, ძებნა, გადარჩენა და სამაშველო ღონისძიებები - ხომალდი ზღვაში გასვლისთვის მუდმივად მზადა არის.
NATO-ს ოთხდონიანი შეფასება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტექნიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს. ანგარიშზე დადებითი შეფასებაც მიითვალეს და ”ზღვის მცველის” ოპერატიული პარტნიორის სტატუსიც დამსახურებულად მიიღეს.
სანაპირო დაცვის წარმატებას საერთაშორისო პარტნიორებისა და NATO-ს მხარდაჭერა განაპირობებს. ქართველი მენაპირეების წარმატების პროპორციულად კი, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება სულ უფრო ძლიერდება. იქ ყველა გმირია, თუმცა წელს 16 თანამშრომელი გამოარჩიეს და სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვეს. ის გმირები არ დავიწყებიათ, 2008 წლის აგვისტოს ომში საკუთარი სიცოცხლე ქვეყნას და ქვეყნის სამსახურს რომ დაუფიქრებლად შესწირეს.