27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
უკრაინაში უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს - სარაკეტო იერიშებს რუსეთი დასახლებულ პუნქტებზე ახორციელებს

უკრაინაში, ნებისმიერი ადგილი რომ დაბომბვის საფრთხის ქვეშაა, ამაზე დღევანდელი მონაცემები მოწმობს. 3 ადამიანი ემსხვერპლა დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს. რუსეთმა სუმის რეგიონიც დაბომბა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

დარტყმები გრძელდება ხარკივის ოლქზეც, ქალაქ ჩუგუევში რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არიან გარდაცვლილები.

ურაგანის ტიპის რაკეტებით დაიბომბა ქალაქი ბახმუტი. 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის მიერ დონეცკზე განხირციელებულ იერიშს. 24-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ვინიცაში, 4 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული იერიშების 70% სამოქალაქო ობიექტზე განხორციელდა

დაბომბვების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მითითებები გასცა, რომ სამხედრო მოქმედებები გაიზარდოს "ყველა ოპერატიულ მიმართულებაზე", ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

რუსების მიერ დანგრეული ქალაქების აღდგენის პირობა დადო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელები ცივილიზებულობას შეინარჩუნებენ, რუსული საზოგადოება კი თაობების განმავლობაში დასახიჩრებული დარჩება.

უკრაინაში ომი უკვე 143-ე დღეა მიმდინარეობს. 16 ივლისს განხორციელებულ შეტევებს მცირეწლოვნებიც ემსხვერპლნენ, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 353 ბავშვი დაიღუპა, 662-ზე მეტი კი დაშავდა. რუსეთის ქმედებების გამო, ევროკომისია სანქციების ახალი მე-7 პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსულ ოქროზე ემბარგოს ითვალისწინებს.

 

ავტორი : ომარ ბექაური

დღის ამბები