27 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით მიმართა, გადაწყვეტილებით კმაყოფილია - რას აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები

პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას იწვევს. გააერთიანებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს ერთი მაგიდის გარშემო? -  ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით მიმართა, გადაწყვეტილებით კმაყოფილია. 

"ეს არის საპარლამენტო საქმიანობა და რეალურად საქმე, და არა ის, რომ დღეს მაგიდასთან დავსხდეთ "ქართულ ოცნებასთან" და ვიმსჯელოთ თუ რა მოვიფიქროთ. ის, რომ "ქართული ოცნება" რიგგარეშე სესიაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ეს არის გზავნილი იმისა, რომ ის არ აპირებს ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ თუკი "ქართული ოცნება" კარს ჩარაზავს, ეს იქნება იმის მაჩვენებელი რომ მათ დეპოლარიზაციის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია სურთ.  

"ლელოში" კი ამბობენ, რომ ისინი "ქართულ ოცნების" "ფსევდო-ცენზურულ კომისიებში მონაწილეობას" არ აპირებენ. 

დღის ამბები