27 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება აშშ-ის ელჩის მიმართ, ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და სხვა მეგობრები არ გვყავს - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან წუხს იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება ამერიკის ელჩის მისამართით. მისი შეფასებით, ესარ არის სწორი ფორმა. 

პრეზიდენტის განცხადებით, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ელჩთან გაიმართოს ერთი ერთზე საუბარი :

"ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ. მე არ მგონია, რომ ეს სწორი ფორმა იყოს. თუ რამე მტკიცებულებები არის, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი ერთზე საუბარი ამის შესახებ და არა ტელევიზიებისა და მედიის საშუალებებით გაკეთდეს განცხადებები. 

ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები