რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პროპაგანდისტ ჟურნალისტს, ვლადიმირ სოლოვიოვს "მამულის წინაშე დამსახურებისთვის" მეოთხე ხარისხის ორდენი მიანიჭა, ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
სოლოვიოვს, ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა. ის კრემლის პროპაგანდისტი და გადაცემის "სოლოვიოვ ლაივის" წამყვანია.