საქართველოს ჩემპიონი "ბათუმი" რაგბი ევროპის სუპერთასის 2022/23 წლების ტურნირში ითამაშებს.
სუპერთასის ახალი სეზონი სექტემბერში დაიწყება, 8-გუნდიანი ტურნირის ფორმატი კი უცვლელი დარჩა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერთასის პირველ გამარჯვებულ "შავ ლომთან" ერთად, ისრაელის "თელავივ ჰითი", "ბათუმი" და რუმინული ფრენჩაიზი "ვულვზი" ითამაშებენ. ბათუმურმა კლუბმა და რუმინელებმა რაგბი ევროპიდან (და მსოფლიო რაგბიდან) მოკვეთილი რუსული გუნდები ჩაანაცვლეს.
დასავლეთ კონფერენციის მონაწილეები უცვლელია. პორტუგალიური "ლუზიტანუში", ესპანური "იბერიანსი", ნიდერლანდური " დელტა" და ბელგიური "დევილსი".