ჩარგალში სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" გაიმართა. წელს, გენიალური მწერლის დაბადებიდან 161 წელი შესრულდა.
სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლება, ვაჟას შთამომავლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მესხეთის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა "სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი ითამაშა.