27 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ჩვენი პასუხისმგებლობაა, თორმეტივე რეკომენდაცია შესრულდეს და ამას გავაკეთებთ - "ნაცმოძრაობის", "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" მხრიდან, ვხედავთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, 13 აპრილის შეთანხმების შემდგომი ვითარება მეორდება, რადგან მაშინაც ხელისუფლება 100 დღის განმავლობაში პატიოსნად ასრულებდა მას, ხოლო ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იყო.  როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობაა, რომ 12 პუნქტი და რეკომენდაცია შესრულდეს. 

"გარკვეულწილად მეორდება 19 აპრილის შემდგომი ვითარება. 19 აპრილის შემდგომ ვითარებას თუ გავიხსენებთ, მაშინაც „ქართულმა ოცნებამ“ და მთელმა რიგმა პარტიებმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას და იყვნენ რადიკალური პარტიები, 4 ოპოზიციური პარტია, პარლამენტში წარმოდგენილი, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი და რას ვხედავდით? ჩვენ „ქართული ოცნება“ კეთილსინდისიერად ვასრულებდით ამ შეთანხმებას 100 დღის განმავლობაში. მაგრამ რადიკალური ჯგუფები რას აკეთებდნენ? ერთი მხრივ, საბოტაჟს უწყობდნენ ამ პროცესს და მეორე მხრივ, ვხედავდით, რომ მათ ჰქონდათ კვლავ მხარდაჭერა საკუთარი შიდა თუ გარე პარტნიორების მხრიდან, რაც იყო სამწუხარო სანახავი. დღესაც იმავეს ვხედავთ.

დღესაც იმავეს ვხედავთ, "ქართული ოცნება“, რომელიც პატიოსნად მიყვება 12 პუნქტს, 6 პუნქტზე უკვე შედგა სამუშაო ჯგუფები და მუშაობა დაიწყო და ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მის საბოტაჟს აწყობს და ვხედავთ იგივე სახეებს სამწუხაროდ, მათ გარე პარტნიორებს, რომლებიც მათ ეხმარებიან“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებასა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას შორის "დიდი სხვაობაა“.

"ამ ორ მოვლენას შორის არის დიდი განსხვავება, 19 აპრილის შეთანხმება იყო შეთანხმება ქართულ პარტიებს შორის და აქ ევროკავშირი არ იყო მხარე, რაც შეეხება ამ პროცესს და 12 პრიორიტეტს, ეს გახლავთ საქართველოს სახელმწიფოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის საკითხი და იმ ვალდებულების ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული. შესაბამისად, ეს გახლავთ ჩვენი, ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა, რომ ეს 12 პუნქტი და რეკომენდაცია შესრულდეს, ამიტომ მიუხედავად იმისა, ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება ოპოზიცია, რა დოზით ჩაერთვება, როგორ ჩაერთვება, ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ეს 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ ერთვება რეკომენდაციების შესრულების პროცესში ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება „ევროკავშირმა შეხედოს და ნახოს, რომ პროცესი არ არის ინკლუზიური და ეს გარკვეულწილად ნაკლად ჩაუთვალოს ამ პროცესს“.

"საპარლამენტო ოპოზიციას თუ შევხედავთ, "ნაციონალურ მოძრაობას“, "ლელოს“ და "სტრატეგია აღმაშენებელს“, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ეს არის ერთი გუნდი, მათი მხრიდან ჩვენ ვხედავთ საბოტაჟს საქართველოს ევროპული მომავლის, ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი, ვინაიდან ამ 12 პრიორიტეტში ერთ-ერთი განმსაზღვრელი მომენტია ინკლუზიურობა თავად პროცესის, რომ ყველა იყოს ჩართული და იმით, რომ ისინი არ ერთვებიან ამ პროცესში, საბოტაჟს უწყობენ ევროკავშირის თვალში ამ პროცესს, ვინაიდან შეიძლება ევროკავშირმა შეხედოს და ნახოს, რომ პროცესი არ არის ინკლუზიური და ეს გარკვეულწილად ნაკლად ჩაუთვალოს ამ პროცესს, მიუხედავად შინაარსისა ამ პროცესის. ამიტომ ეს არის ტიპური საბოტაჟი საქართველოს ევროპული მომავლის.

რაც შეგვეხება ჩვენ, 12 პუნქტიდან 6-ზე ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, ჩატარდა კომიტეტის სხდომები, ტარდება მოკვლევები, ჩართულია მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. მათ შორის ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ ნაწილი მოდის ამ შეხვედრებზე, მაგალითად ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია მოდიან შეხვედრაზე როგორც ინდივიდები, თუ არ ვიცი რატომ აღარ წარმოადგენენ ისინი პოლიტიკურ ჯგუფს, ხათუნა სამნიძე რომელიც გახლავთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ „რეფორმერების“ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, მოდის სხდომაზე, მაგრამ ვერ მოდის იმ სტატუსში, რომელიც მას აქვს. სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობაა იმ პოლიტიკურ ჯგუფში. ასევე "ნაციონალური მოძრაობიდან“ ნატო ჩხეიძე გახლდათ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გენდერულ საკითხებს. ასე რომ, ჩანს, რომ გაურკვევლობა აქვთ შიგნით ამ პარტიებს და ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" გააკეთა.

დღის ამბები