27 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს

პარლამენტთან რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც შესასვლელთან არის განთავსებული. ჯებირებს საკანონმდებლო ორგანოსთან პერიოდულად ამონტაჟებენ, ყველა ჯერზე მისი განთავსება აქციებს უკავშირდებოდა.

რკინის კონსტრუქცია პარლამენტის შესასვლელთან თავდაპირველად 2019 წელს აღმართეს და ორი წლის შემდეგ მოხსნეს. ჯებირები საკანონმდებლო ორგანოსთან 2022 წლის ნოემბერში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამართვა დააანონსა.

დღის ამბები