27 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის განაცხადს, 40-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს

40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის განაცხადის მიმართ მხარდაჭერაა გამოხატული :

"კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის განაცხადის მიმართ, რომელიც ახორციელებს სამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში და ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე,"- ნათქვამია ტექსტში.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც მას ეს სასამართლომ 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებით დაავალა. რუსეთმა საკუთარი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები