ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ევრო დოლართან მიმართებით სრულ პარიტეტზეა. 1 ევრო 1 დოლარი ღირს. სპეციალისტების შეფასებით, ევროს კურსის შემცირება იმ პრობლემებს უკავშირდება, რომელიც ევროპის ეკონომიკას რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შეუქმნა. 24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა.
euronews-ის ინფორმაციით, ევროს კურსის მსგავსი ცვლა ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები და მომხმარებლები გადაიხდიან მეტს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურებისთვის, მაშინ როცა ევროპული ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე იაფდება.