27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ახლა ფოკუსი არაა წევრობაზე, მაგრამ რასაც ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად, მათ დაახლოებს წევრობასთან - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგი იმ სამ ქვეყანაზე საუბრობს, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ცდილობს საქართველოს, უკრაინასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას დაეხმაროს, რათა აღნიშნულ ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს.

"სამი ქვეყანაა, რომელსაც სურს ნატოს წევრობა. ეს არის საქართველო, უკრაინა და ბოსნია ჰერცეგოვინა. ბოსნია ჰერცოგოვინაში სერიოზული გამოწვევებია, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მათი პრობლემები თქვენ ისევე კარგად იცით, როგორც მე.

რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას, ორ სხადასხვა ქვეყანას, უკრაინასთან მიმართებით მთავარი ფოკუსი ახლა არის დახმარების გაწევა, რომ უკრაინა შენარჩუნდეს, როგორც სუვერენული ქვეყანა და ეს არის მთავარი ფოკუსი. ფოკუსი არაა წევრობაზე ახლა, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ დასახმარებლად და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციისთვის, მათ დაახლოებს წევრობასთან რაღაც ეტაპზე. 

საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ, მთავარი ფოკუსი რეფორმებია, რათა დავეხმაროთ ნატოს წევრობისკენ სვლაში, მაგრამ როგორც თქვენ ყველამ იცით, გაწევრიანებაზე ყველა გადაწყვეტილება არის ალიანსის ყველა წევრის კონსენსუსით და არ არსებობს, როგორ ვთქვა, შეთანხმება ნატოში, რომ ახლა გადადგა შემდეგი ნაბიჯი და გქონდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (მაპ), ფოკუსი რეფორმებზეა და შემდეგ იმედია ერთ დღეს ჩვენ გადავდგამთ მორიგ ნაბიჯს," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები