27 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
მსოფლიო ბაზარზე საკვების მიწოდების აღსადგენად მაქსიმალური კეთდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიო ბაზარზე საკვების მიწოდების აღსადგენად მაქსიმალური კეთდება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ჰააგაში დაგეგმილ სასამართლო პროცესზეც, სადაც რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულს განიხილავენ და განაცხადა რომ პროცესს აუცილებლად დაესწრება.

პრეზიდენტი გამოეხმაურა ფხენიანის მიერ ოკუპირებული დონეცკის აღიარებას და მას ბოროტი ირონია უწოდა.

"რა ბოროტი ირონიაა: დღეს დონეცკის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი, ჩრდილოეთ კორეამ აღიარა. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება ყველა დონეზე.

მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოები, მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რომ ყველა რუსი ტერორისტი პასუხისმგებელი იყოს უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებაზე. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ისე, რომ ყველა დამნაშავემ მიიღოს სამართლიანი სასჯელი. ტრიბუნალი აუცილებლად იქნება.

დღეს ახალ ამბებში ხშირად ახსენეს თურქეთში შეხვედრა, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან შავი ზღვის გავლით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის განბლოკვას უკავშირდება. ჩვენ ნამდვილად მნიშვნელოვან ძალისხმევას ვიღებთ მსოფლიო ბაზარზე საკვების მიწოდების აღსადგენად. თუ შევძლებთ, მოვხსნათ შავ ზღვაში ნავიგაციისთვის რუსული საფრთხე, ეს მოხსნის მსოფლიოს საკვების კრიზისის სიმწვავეს. უკრაინის დელეგაციამ შემატყობინა, რომ არის გარკვეული პროგრესი. ჩვენ შევათანხმებთ დეტალებს გაეროს გენერალურ მდივანთან მომდევნო დღეებში," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები