27 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
უკრაინის ომის 141-ე დღე - ბახმუტში რუსებმა "ურაგანის" ტიპის რაკეტები გამოიყენეს, არის მსხვერპლი

რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე ინტენსიურ იერიშებს განაგრძობს. ბახმუტში, დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. როგორც ცნობილია, რუსებმა "ურაგანის" ტიპის რაკეტები გამოიყენეს. დაზიანდა დაახლოებით 8 საცხოვრებელი სახლი.

ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე. ორი რაკეტა კომერციულ ობიექტს დაეცა, შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ქალაქ ჩასივ-იარიშიც. ამ დროის მონაცემებით, 5 სართულიანი კორპუსის ნანგრევებში 48 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი - მათ შორის ერთი ბავშვია.

დღის ამბები